17:32 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსით დაინფიცირდა ექიმი, რომელსაც პუტინი რამდენიმე დღის წინ შეხვდა

კორონავირუსით დაინფიცირდა ექიმი, რომელსაც პუტინი რამდენიმე დღის წინ შეხვდა

რუსეთში, მოსკოვის გარეუბანში, კომუნარკის დასახლებაში არსებული საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

კომუნარკში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და იქ მოსკოვში მცხოვრები პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობაა გამწესებული.

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობა 500-ით გაიზარდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 2 337-ს მიაღწია.

 

ცნობისთვის 24 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა ამ საავადმყოფოში, სადაც შეხვდა პროცენკოს.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X