18:01 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალი მარნეულელი პაციენტის ნათესავია

კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალი მარნეულელი პაციენტის ნათესავია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან ერთ-ერთი ორსული ქალი, მარნეულელი პაციენტია.

 

„დღეს ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია.

 

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ.

 

შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: Prime Time

X