11:43 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 4 პაციენტის შესახებ ცნობები ვრცელდება

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 4 პაციენტის შესახებ ცნობები ვრცელდება

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 4 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. აქედან ბათუმში გარდაიცვალა 2 პაციენტი, ქუთაისში ერთი და თბილისში ერთი.

გარდაცვლილია 65 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მეორე გარდაცვლილია 70 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა COVID -19, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა და დისტრეს სინდრომი. ასევე თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა და ღვიძლის ციროზი. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

 

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-10-07საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

მესამე პაციენტი, 88 წლის ქალბატონი გარდაიცვალა „თერჯოლამედიში“. კლინიკის დორექტორი დავით სარიშვილის აცხადებს, რომ ქალი ბათუმიდან გუშინ შეიყვანეს და გარდაცვალება ცხრა საათში დაფიქსირდა. 88 წლის ქალს ფსიქიკური პრბლემები ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო . ექიმის თქმით, პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავდება ქონდა.

 

ერთი გარდაცვლილია თბილისში, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაყვანილ იქნა ამტელ ჰოსპიტალში და იქ გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

სულ ქვეყნის მასშტაბით 62 პაციენტია გარდაცვლილი. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე აისახა.

ავტორი: Prime Time

X