20:53 | 2021-08-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ვირუსული ინფექციით ცნობილი მგალობელი, მუსიკოსი და საეკლესიო მუსიკის კორიფე – ლია სალაყაია გარდაიცვალა.

 

კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია.

 

ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს - ამომწურავი პასუხები მათთვის, ვისაც აინტერესებს რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია ორსულობაზე
2021-08-05ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს - ამომწურავი პასუხები მათთვის, ვისაც აინტერესებს რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია ორსულობაზე

 

რამდენიმე კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კორიფე ქალბატონი ლია სალაყაია.

 

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!” – ნათქვამის წერილში.

 

ცნობისთვის, ლია სალაყაია ბოლოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრში გალობდა. ის იყო პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.

 

2019 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X