10:10 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია – ნახეთ ვისზე წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია – ნახეთ ვისზე წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.

 

ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.

 

კვლევაში 600 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 10-ჯერ უფრო მეტია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

 

ასევე, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X