
კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია.
„დღეს გარდაიცვალა დილით 8 საათზე, რომელიც იყო შემოსული 18 აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები. კერძოდ მას ჰქონდა ხორხის კიბოს ოპერაცია ჩატარებული. შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია, ბულოზური ემფიზემა.
3-4 სექტემბერს უკვე კოვიდზე იყო უარყოფითი, გავიმეორეთ 11 სექტემბერს კვლავ უარყოფითი იყო. იყო 70 წლის მამაკაცი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე,“- განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 24 პაციენტი გარდაიცვალა






















