
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 39-ე პაციენტი 60 წლის ქალია.
იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალოდა.
„60 წლის ქალბტონი, 13 სექტემბერს შემოვიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დადგენილი ჰქონდა კოვიდ 19. ეს პაციენტი თავიდან განყოფილებაში მკურნალობდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაყვალი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დიდი ხნის განმავლობაში ჟანგბადი მიეწოდებოდა მაღალი წნევით. 24 სექტემბრიდან პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, რადგან განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ე. წ. დისტრეს სინდრომი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს, დაახლოებით 13 საათზე, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ტოტალური 95 პროცენტიანი დაზიანება ფილტვის ქსოვილის. ანამნეზში ჰქონდა გონართრიტი, დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონებს ღებულობდა, ჭარბი წონა, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, არტერიული გიპერტენზია. განვითარდა სუნთქვის უკმარისობა, დისტრეს სინდრომი და გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზეა
.
„რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 23 პაციენტი. 6 მართვით სუნთქვაზეა, კრიტიკულია. შვიდს მაღალი წნევით მიეწოდება ჟანგბადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა, ოღონდ არ გაუარესებულა“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა, 796 კი, გამოჯანმრთელდა.























