
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში 29 სექტემბრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს.
პაციენტის დიაგნოზი იყო COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია.
თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.
„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს“ – აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსით სულ 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















