
კორონავირუსით გარდაცვლილ 8 პაციენტს შორის, ერთ-ერთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯიდანაა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილია 71 წლის მოქალაქე კ.ნ, რომელიც მკურნალობდა თერჯოლის კოვიდ საავადმყოფოში.
კორონავირუსით ინფიცირებულ 71 წლის პაციენტს კორონავირუსთან ერთად ჰქონდა გულის პრობლემები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
იგი დილით გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის კიდევ 2 წევრს კოვიდ-19 დადასტურებული აქვს, ერთი მათგანი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადის.
ავტორი – თეა შონია























