17:11 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდა

ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა.

 

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული, კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა. მეორე კი 67 წლის ქალია.

 

„როგორც ვიცი, მას ქრონიკული დაავადებებიც აქვს. მეორე არის მარნეულელი ქალბატონი სოფელ კირაჩმუღანლოდან. ეს არის სოფელი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს. როგორც ფიქსირდება მას 13 მარტიდან აქვს კვეთა აზერბაიჯანიდან სასაზღვრო კვეთა. შემდეგ იყო დაკვირვების ქვეშ. მასთან გამოვლენილია 25 კონტაქტი. რუსთავში მატება არ გვაქვს. ვინც გადის მკურნალობას ნორმალური დინამიკით მიდის პროცესი. იზოლაციაში მყოი ადამიანებს მე-12 დღეა დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ჩვენ მხარეში გვაქვს ცხრა ჰოსპიტალური ტიპის სამედიცინო დაწესებულება და მათ შორის ერთი ბავშვთა საავადმყოფო. 60 სასუნთქი აპარატია. 68 ბოქსია. 98 საწოლია ცხელების შემთხვევაში და 487 საწოლი სრულად რესურსი ჩვენი კლინიკების. სრულად მზად ვართ, თუ იქნება მომართვიანობა, მედპერსონალმა გაუძლოს“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

ავტორი: Prime Time

X