11:13 | 2020-01-23 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 9 გარდაცვლილის შესახებ.

 

ამ დროისთვის, კორონავირუსი ჩინეთის 25 პროვინციასა და ქალაქშია გავრცელებული. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 473 ადამიანს მიაღწია.

 

ასევე, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამიმ. მისი თქმით დაავადებული უხანიდან ჩავიდა ჰონგ-კონგში.

 

31 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 300-მდე შემთხვევა, მათ შორის 6 დასრულებულია ლეტალურად.

 

ჩინეთიდან შემთხვევების ექსპორტი დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებში: ტაილანდი – 2, იაპონია -1, კორეის რესპუბლიკა -1, აშშ -1.

 

ჩინეთში ჰოსპიტალიზებული შემთხვევიდან 51 შეფასებულია, როგორც მძიმე და 12 – კრიტიკული. ჰოსპიტალიზებული შემთხვევები იზოლაციური ღონისძიებების დაცვით მკურნალობას გადის ვუჰანის შერჩეულ სამედიცინო ინსტიტუციაში. ჩინეთიდან შეტყობინებული შემთხვევებიდან 5 ანგარიშგებულია პეკინიდან და 14 გუანგდონგის  პროვინციიდან.

ავტორი: Prime Time

X