14:25 | 2020-04-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია – კვლევა

კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია – კვლევა

კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია – სტატიას theguardian-ი აქვეყნებს.

 

„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

 

Guardian-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ინგლისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობებში ფიქსირდება.

 

Guardian-ის მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 12,593 (19 აპრილის ჩათვლით) გარდაცვლილი პაციენტების 19% შავკანიანი, აზიელი და ეთნიკური უმცირესობის (BAME) წარმომადგენელი იყო.

 

ეს ჯგუფები ინგლისის საერთო მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს წარმოადგენენ.

 

ადგილობრივი საავადმყოფოებისა და სხვა ქვეყნის მონაცემები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

 

ინგლისსა და უელსში, სადაც ეთნიკური უმცირესობების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

„Guardian- ის ანალიზმა ჩვენი ყველაზე უარესი შიში დაადასტურა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფერადკანიანი ადამიანები უფრო მეტად ავადდებიან ვირუსით, ვიდრე მათი თეთრი კოლეგები. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც რისკ-ჯგუფში არიან. ეს ყველაფერი კი არსებულ რასობრივ უთანასწორობას უფრო აღვივებს“,- ამბობს ექიმი ზუბაიდა ჰაკე.

 

მისი თქმით, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რასა და რასობრივი უთანასწორობა კორონავირუსის რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

 

სიღარიბე, დაბალანაზღაურებადი სამუშაო, ცხოვრების დაბალი დონე, გადატვირთული საცხოვრებელი სახლები,- ეს ყველაფერი ეთნიკურ უმცირესობებს კოვიდ ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

 

სამომავლოდ ამ საკითხზე კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რათა შედეგი მაქსიმალურად ზუსტი იყოს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X