
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.02%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285.






















