
ყველაზე პესიმისტური სცენარი, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ყველაზე პესიმისტური სცენარი რა თქმა უნდა არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა.
აქედან გამომდინარე და კვლევებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ რამდენი ხნით უნდა შემოღებულიყო საგანგებო რეჟიმი საქართველოში.
ჩვენ გვაქვს 2 ტალღის მოლოდინი. პირველი ტალღის მოლოდინი გვქონდა სწორედ ამ კვირაში, 4 აპრილამდე და შემდგომი განვითარება უკვე 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე.
დღესდღეობით რაც იკვეთებოდა 4 აპრილამდე, ცუდი სცენარის მოლოდინები, გაგვიცრუვდა.
რეალურად ამას ველოდით, მაგრამ ჩვენ მაინც ვემზადებით უფრო რთული სცენარისთვის, ვიდრე არის მოსალოდნელი. ეს გვაძლევს იმ შესაბამის ეფექტებს, რაც ჩვენ გვაქვს. ამის შედეგია, რომ ჩვენ დღეს გვყავს 67 ინფიცირებული და ამ 67-დან უკვე 9 გამოჯანმრთელებული არის“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფიცირებული აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსული შუახნის ქართველი მამაკაცია.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 67 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება .
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.






















