
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი გუშინ შეიყვანეს. მას ვირუსთან და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ანემიაც აქვს, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
გუშინდელის შემდეგ მდგომარეობა არ გართულებულა, რაც ექიმებს აძლევს იმის იმედს, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. ასევე პროგრესირებს დაავადება ერთ პაციენტთან, რომლის მდგომარეობა ასევე მძიმეა.
„რამდენიმე დღეა, ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება – ერთი ქალი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს.
დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადების.
მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით – დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ნახეთ, რა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
ასევე საინტერესოა: სპეცრეისების ფრენების განრიგი
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















