00:38 | 2020-05-11 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსით ინფიცირებულების აღრიცხვაში ჯანდაცვის სამინისტროს სექს-მუშაკები ეხმარებიან (ზამბია)

კორონავირუსით ინფიცირებულების აღრიცხვაში ჯანდაცვის სამინისტროს სექს-მუშაკები ეხმარებიან (ზამბია)

ზამბიაში, ქალაქ ნაკონდეში ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებულების აღრიცხვაში სექს-მუშაკები ეხმარებიან.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

 

ქალაქში დაფიქსირებული 85 შემთხვევიდან, 76 პაციენტი ან სექს-მუშაკი ან ტრაილერის მძღოლია.

 

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში შიშობენ, რომ ტრეილერების მძღოლები, შესაძლოა, ვირუსის გადამტანები გახდნენ, რადგან მათი გადაადგილება შეზღუდული არ არის.

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ჩიტალუ ჩილუფიამ სექს-მუშაკებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ისინი ჩვენს გამომძიებლებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათი სტიგმატიზაცია ან დისკრიმინაცია არ გვინდა.

 

ვირუსის გამოვლენაში ძალიან გვეხმარებიან. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მათგანს სიმპტომები აღმოაჩნდა და მან თავისი კლიენტის, უცხოეთის მოქალაქე ტრეილერის მძღოლის შესახებ მოგვიყვა, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა.

 

მისი ტელეფონის ნომერი გვქონდა, გადავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ მას კორონავირუსი აქვს“, – განმარტა მინისტრმა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X