13:02 | 2020-04-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალი, სახლში მისული ექიმი შვილმა ვერ იცნო

კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალი, სახლში მისული ექიმი შვილმა ვერ იცნო

ჩინეთის პროვინცია გუანჯოუში, 3 წლის გოგონამ საკუთარი მამა ვერ იცნო – მედიკოსი ვან ბუნსუე, რომელიც უხანიდან, დიდხნიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა AsiaOne-ი წერს.

 

ბუნსუე, ახალი კორონავირუსის აფეთქებას ებრძოდა და სახლში თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. უხანში, მისი მეთვალყურეობის ქვეშ 21 პაციენტი იყო. 2-თვიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, 39 წლის მედიკოსი გაჭაღარავდა.

 

გუანჯოუში დაბრუნების შემდეგ, ბუნსუეს ზღურბლთან მისი 3 წლის შვილი შეხვდა. გაოცებული გოგო მამაკაცს არ ჩაეხუტა და ჰკითხა: „ვინ ხარ შენ?“. მედიკოსი ჰყვება, რომ რამდენიმე წუთი არწმუნებდა ქალიშვილს, რომ ის მამამისია.

 

დაგაინტერესებთ:

ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა
2020-04-17ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X