13:18 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის სამხრეთ კორეელი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის სამხრეთ კორეელი გამოჯანმრთელდა

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, სრულიად გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ქალი ჩონგოს ოლქში ცხოვრობს, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ დაეგუსთან არის. ამ ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

 

13 მარტს 96 წლის ჰვანგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივ საავადმყოფოში მას ინტენსიური მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის გამოჯანმრთელდა. მოხუცი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ანალოგიურად, 95 წლის ქალი იტალიაშიც გამოჯანმრთელდა:

 

95 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
2020-03-2495 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

 

სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის კორონავირუსის 9241 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 131 გარდაიცვალა, ხოლო 4144 გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

X