
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.
მათივე ინფორმაციით, ეს ფასდება როგორც გამაფრთხილებელი ნაბიჯი, რომელიც მიღებულია მისი ექიმის მიერ.
ბორის ჯონსონი კვლავაც პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობაზე და მოუწოდებს ადამიანებს, გაითვალისწინონ მისი რჩევა სოციალური დისტანციის თაობაზე.
ამავე თემაზე:
VIDEO: ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა






















