00:57 | 2021-12-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რეანიმაციული განყოფილებაში თანხის სანაცვლოდ მოათავსეს

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რეანიმაციული განყოფილებაში თანხის სანაცვლოდ მოათავსეს

მძიმე ეპიდვითარების გამო, ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე „აგიოს პავლოს“ საავადმყოფო, პაციენტების რაოდენობას ვეღარ აუდის. ადგილის არქონის გამო, ექიმებს ინფიცირებულების მიღებაზე უარის თქმა უწევთ.

 

რამდენიმე დღის წინ კი აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება სკანდალში გაეხვია. საქმე ეხება თანხის სანაცვლოდ პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას. საჩივარი, პოლიციაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

 

როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა, კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის წევრისგან, ქრთამის სახით, 3.500 ევრო მოითხოვა, რის სანაცვლოდაც პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა მოეთავსებინათ.

 

კლინიკის ხელმძღვანელი აღნიშნულს ფაქტს ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და აცხადებს, რომ  გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ დანაშაული ოფიციალურად დამტკიცდება, დაწესებულება შესაბამის ზომებს მიიღებს და დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X