ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი, დიმიმ სტურუა ვირუსის სიმპტომების შესახებ ჰყვება.
მისი თქმით, საქართველოში 17 მარტს, საფრანგეთიდან ჩამოვიდა.
„ახლა ქუთაისში ვიმყოფები. ჩამოსვლის დროს არანაირი სიმპტომი არ მქონდა. პირდაპირ საირმეში, კარანტინში გადამიყვანეს. მეორე დღეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. ერთი კვირის შემდეგ, სიცხე მომცა და ყელი ამტკივდა. რის შემდეგადაც ქუთაისში გადმომიყვანეს, ანალიზი ამიღეს და ვირუსი დადასტურდა. ჩემს ჯგუფელებსაც შევატყობინე საფრანგეთში. იქ, ტესტის გაკეთება რთულია, თითქმის არავის არ უკეთებენ, ძალიან ცუდად თუ არ გახდი არ წაგიყვანენ, ჩემს ჯგუფელებს ვესაუბრები და აქვთ ხველა, მაღალი სიცხეც მაგრამ ამ ტესტს არ უკეთებენ,“ – აცხადებს დიმიმ სტურუა.
მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს და საშუალო სიმძიმის პაციენტად ითვლება.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს