22:06 | 2020-04-04 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით ინფიცირებულის და მისი კონტაქტების პერსონალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა

კორონავირუსით ინფიცირებულის და მისი კონტაქტების პერსონალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა იმ სპორტსმენის ვინაობა და კონტაქტები გაავრცელეს, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

Facebook-ზე  გავრცელებულ შეტყობინებებსა და პოსტებში დეტალურადაა აღწერილი პირის საკონტაქტო წრე, ასევე სამეგრელოში მისი ყოფნის დროს განხორციელებული მარშრუტებისა და სტუმრობების შესახებ ინფორმაცია.

 

აღნიშნულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, თამარ კვარაცხელია.

 

„ჩვენი სამსახურიდან არ გასულა პერსონალური ინფორმაცია და პირიქით, ვინც ამას გვერდზე პოსტავს, მოვუწოდებთ ნუ ავრცელებს“, – ამბობს კვარაცხელია.

 

„პრაიმტაიმი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მომართვის შემთხვევაში საქმეს შეისწავლიან და საჭიროებისამებრ, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

 

„ჩვენი სამსახურისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენთვის დეტალები უცნობია, მხოლოდ ამ პოსტის საფუძველზე ვერ გავაკეთებთ დასკვნას, არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევა. თუ მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, მოვახდენთ რეაგირებას“, – განმარტავენ უწყებაში.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ამავე თემაზე: 

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებოდა
2020-04-04კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებოდა

 

რა გზით შემოვიდა საქართველოში სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
2020-04-04რა გზით შემოვიდა საქართველოში სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
ავტორი: Prime Time

X