
დღეს 15 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, აქედან 478,932 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 126,715 ადამიანი დაირუპა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ვირუსის გავრცელების სისწრაფე საგრძნობლად იმატებს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს, 2 აპრილს გადააჭარბა და სულ რაღაც 13 დღეში, კიდევ ერთი მილიონით გაიზარდა.
საგანგაშო მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 22 ათასზე მეტი ადამიანი.
ამერიკის გარდა, CoViD19-ის ეპიცენტრად რჩება ევროპის ქვეყნები. სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
აშშ – 614,092 დადასტურებული შემთხვევა, დაიღუპა – 26,054;
ესპანეთი – 174,060 შემთხვევა, დაიღუპა – 18,255;
იტალია – 162,488 შემთხვევა, დაიღუპა – 21,067;
საფრანგეთი – 143,303 შემთხვევა, დაიღუპა – 15,729;
გერმანია – 132,210 შემთხვევა, დაიღუპა – 3,495;
დიდი ბრიტანეთი – 93,873 შემთხვევა, დაიღუპა – 12,107;
ჩინეთი – 82,295 შემთხვევა, დაიღუპა – 3,342.






















