
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, ზემოთ მოცემული ვებ-გვერდის მონაცემებით, ამ დრომდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.






















