21:51 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით იტალიაში ჩინეთზე მეტი ადამიანი დაიღუპა – უახლესი მონაცემები

კორონავირუსით იტალიაში ჩინეთზე მეტი ადამიანი დაიღუპა – უახლესი მონაცემები

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევა 427-ით გაიზარდა და 3405 გახდა.

 

იმავე დროის მონაკვეთში ვირუსი დაუდასტურდა 4500 ადამიანს. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო კანდაცვის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

 

ამგვარად, გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიამ ჩინეთს გაუსწრო.

 

ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე, ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 3245 ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: Prime Time

X