
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბედ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი) გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„დღეს, 2020 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბედ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი).
მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერ-დიაკონი კირიონი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.























