08:00 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

ბერ-დიაკონი კირიონ ადეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას, მეუფე საბა ინწკირველი ავრცელებს.

 

“ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია Მწუხარებით იუწყება, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს covid-19 ვირუსით გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი).

 

2014-2015 წლეებში, მამა კირიონი რამდენიმე თვით ცხოვრობდა ჩვენს ეპარქიაში და მსახურებას აღასრულებდა წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის მონასტერში.
უფალმა დაუმკვიდროს მართალთა თანა მის სულს.

 

გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში ახალშესვენებული მონა-ღვთისა ბერ-დიაკონი კირიონი.

 

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) სასულიერო დასი და მრევლი”.

ავტორი: Prime Time

X