13:25 | 2021-08-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კორონავირუსით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დაიღუპა – „გამორჩეული კაცობით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით“

კორონავირუსით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დაიღუპა – „გამორჩეული კაცობით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით“

კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – გარდაცვლილი ვოვა ჯუღელი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის პოსტს იკავებდა – ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ია თინიკაშვილი ავრცელებს.

 

“კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი, გამორჩეული კაცობით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით – ვოვა ჯუღელი!

 

მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება - ივანე ჩხაიძე საგანგაშო ეპიდვითარებაზე
2021-08-16მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება - ივანე ჩხაიძე საგანგაშო ეპიდვითარებაზე

 

ვისაც ოდესმე გქონიათ მასთან შეხება, აუცილებლად გეცოდინებათ, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორი ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის კონფლიქტის ზონაში თუ შსს-ს სხვა პოზიციებზე მუშაობისას.

 

შიდა ქართლის პოლიციის უფროსის პოსტზე დანიშვნისას გავიცანი, ყველასგან ისეთი გამორჩეული იყო, სულ მიკვირდა,უზომოდ მტკივა გული.

 

ფილტვების ძალზე მაღალი ხარისხის დაზიანების მიუხედავად, იმედი მქონდა, რომ აუცილებლად აჯობებდა, თუნდაც იმ სიკეთისთვის დაიფარავდა ღმერთი, რაც ოდესღაც ჩემთვის გააკეთა, იმედი მქონდა, რომ დედაჩემის ლოცვაც შეეწეოდა…

 

დანაშაულებრივი სისტემისგან უსამართლოდ შევიწროვებულს, განწირულს, თავისი დიდი ადამიანობით ფარულად გამომიწოდა ხელი და სასოწარკვეთილებამდე მისულს უფსკრულში გადაჩეხვის უფლება არ მომცა! კიდევ ერთხელ გმადლობ, ვოვა, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ცრემლით გემშვიდობები და არასდროს დავივიწყებ შენს სიკეთეს.” – წერს ჟურნალისტი.

 

ნახეთ ვიდეო – ასე გამოიყურება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ფილტვები 3D-ში

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X