
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოს 22 მოქალაქეა გარდაცვლილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში სულ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა.
ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში ამ დროისთვის გარდაცვლილია 9 მოქალაქე.
ზალკალიანის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულია საქართველოს 45 მოქალაქე.
რაც შეეხება გარდაცვლილთა გადმოსვენებას, მინისტრის თქმით, არსებული შეზღუდვების გამო, ეს პროცესი გმკაცრებულია და საგარეო უწყება ამ შემთხვევაში, გარდაცვლილთა ოჯახებს ადგილზე ეხმარება.






















