15:14 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით საქართველოში მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

პაციენტი 70 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: Prime Time

X