11:54 | 2020-08-05 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი განახევრდა – ვირუსი ძალას კარგავს?!

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი განახევრდა – ვირუსი ძალას კარგავს?!

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს. თუ მარტში ეს მონაცემი 7%-ს შეადგენდა, ამ ეტაპზე 3,7%-ს შეადგენს.

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ამ პოზიტიური მაჩვენებლის მიუხედავად ჩვენს რეგიონში ვითარება კვლავ რთული რჩება. გამყრელიძის ინფორმაციით, სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკული ხდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

 

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 18 700 000-ს გადააჭარბა, თუმცა იზრდება გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი წილიც (64%).

ავტორი: Prime Time

X