12:26 | 2021-09-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“კორონავირუსით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, მდგომარეობა საყურადღებოა” – მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს აფრთხილებს

“კორონავირუსით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, მდგომარეობა საყურადღებოა” – მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, რადგან ვირუსის მიმდინარეობა კვლავ გამოწვევად რჩება.

 

მისივე თქმით, პანდემიას ტალღისებური აღმავლობა ახასიათებს, ამიტომ მოქალაქეებს პანდემიის მიმარ მეტი ყურადღება მართებთ.

 

„ეპიდემიის ტალღისებური მიმდინარეობა ჩვეულებრივი ამბავია. მას ჯერ პანდემიას სწრაფი აღმავლობა აქვს, შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა პლატოზე ადის და ბოლოს – მცირდება, ეს კანონზომიერებაა.

 

საქართველოში ამჟამად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საყურადღებოა. როცა ქვეყანაში ვირუსის აღმავლობა ფიქსირდება, ორი-სამი კვირა კიდევ გრძელდება კორონავირუსით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი.

 

სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, კორონავირუსით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა შემთხვევები მკვეთრად იკლებს“,- განაცხადა ბუწაშვილმა.

 

კითხვაზე, საქართველოში პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის კლების ფონზე, რამდენად რთული შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მომდევნო ტალღა, ბუწაშვილი გვპასუხობს:

 

„პირბადის ტარების აღსრულების მექანიზმი უნდა იყოს გამკაცრებული. ამასთან, თუ რეგულაციების დარღვევის გამო, ჯარიმებია შემოღებული, მის გადახდაზეც არ არის კონტროლი. ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ რეგულაციების დარღვევის გამო, მაინც არავინ არ დასჯით. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, შემდეგი ტალღა ალბათ,  მძიმე  იქნება, ამას დრო გვიჩვენებს “,- განაცხადა ბუწაშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო დღეებია, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა ეპიდემიოლოგები ვაქცინაციისა და პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებლის გამო, ვირუსის მომდევნო ტალღას პროგნოზირებენ. 

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X