
კორონავირუსით 33 წლის ასაკში ჭყონდიდის ეპარქიის, სოფელ ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია) გარდაიცვალა.
იგი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა. სასულიერო პირის ოჯახი თბილისში ცხოვრობს.
ავტორი: თეა შონია






















