
ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშვილი გარდაიცვალა. 67 წლის ასაკში ის კორონავირუსის გართულებებს ემსხვერპლა.
გარდაცვლილ ექიმს სოციალურ ქსელში პაციენტები და კოლეგები ემშვიდობებიან.
„ჩვენი ოქროს გულიანი ექიმი! ვაიმე, როგორ დამწყდა გული, ჩვენი მაშველი… ჩემი შვილობილი არისო და შვილივით ვიზრუნებ მასზეო, ეს მითხრა ბოლო ვიზიტზე, ჩემსავით უხაროდა კარგ შედეგებს რომ ვდებდით. ვერც წარმომიდგენია ახლა სხვასთან მიყვანა. მისნაირ ადამიანს ვერასოდეს ვიპოვით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სულ გვემახსოვრები!” – წერს მარიამ კორძაია.
„დღეს 81 ადამიანი წაგვართვა კოვიდმა მათ შორის ჩემი უსაყვარლესი ექიმი ირინა მიმინოშვილი. რა ვთქვა არ ვიცი”, – წერს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან – სააკაშვილის ექიმი
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















