
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. 20 წლის ფეხბურთელი კლინიკაში კოვიდდიაგნოზით 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის: გასულ დღეს-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: VIDEO: გამაგრდი, იბრძოლე, ერთად უნდა ვითამაშოთ! – აჩი არველაძე და გიორგი ქინქლაძე კოვიდინფიცირებულ ფეხბურთელს ამხნევებენ






















