13:53 | 2020-09-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსმა დღის წესრიგი ისევ შეცვალა – ნახეთ ყველა გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ დღეს მიიღო

კორონავირუსმა დღის წესრიგი ისევ შეცვალა – ნახეთ ყველა გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ დღეს მიიღო

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდა. უქმდება კულტურული ღონისძიებები, წესდება შეზღუდვები სარიტუალო შეკრებებზე…

 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს გამართვის შემდეგ ის გადაწყვეტილებები გახდა ცნობილი, რომელიც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

 

შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ასეთია ↓↓

 

 

1. სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

 

2. თეატრები და კინოთეატრები აღარ გაიხსნება 

 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თეატრები და კინოთეატრები პირველ ნოემბერს გაიხსნება. ეს შეზღუდვა ეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც.

 

3. ქორწილები და ქელეხები ხვალიდან ღია სივრცეშიც აიკრძალება 

 

„ფაქტობრივად ვუბრინდებით იმ შეზღუდვებს, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. მოგეხსენებათ ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეებში უკვე მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

 

4. უქმდება თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

თბილისის მერის თქმით, კულტურის სამსახურთან შეთანხმებით, დაიგეგმება კონცერტები, რომლებიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა და მოსახლეობას ექნება იმის საშუალება რომ კონცერტები ტელევიზიით იხილოს. ტრადიციულად, თბილისობა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. 

 

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულთა ნაწილს, რომელსაც სიმპტომები არ ექნება, სასტუმროებში უმკურნალებენ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა გამოვლინდა.ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1773-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1325 ადამიანი.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურად მსგავს მონაცემებს გაუმკვლავდება, მთავარია რიცხვი ასეულებამდე არ გაიზარდოს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X