
კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა.
35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა. კოვიდ- 19- ით ორსულის გარდაცვალების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა გურჯაანში.
დაახლოებით ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტში, 30 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, დედის სიცოცხლის შენარჩუნება, ექიმებმა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალს ოთხი შვილი დარჩა.
პრაიმნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალები ვაქცინირებულები არ იყვნენ. კორონავირუსით საქართველოში უკვე 19 ორსული გარდაიცვალა.
დღეს, რეგიონში, კოვიდ- 19- ის 178 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა თვეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:
სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები
რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად






















