17:19 | 2021-12-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსმა კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე შეიწირა

კორონავირუსმა კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე შეიწირა

მამა დავით ძიგუა სენაკის საკათედრო ტაძრის დიაკვანი, კორონავირუსით თბილისში დღეს დილას გარდაიცვალა.

 

მას შემდეგ, რაც Covid-19 დაუდასტურდა, გაურთულდა და თითქმის ერთი თვე, რეანიმაციაში აპარატზე იყო შეერთებული.

 

 

“სათნოებით, თავმდაბლობით, სიკეთით გამორჩეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მკვლელმა ვირუსმა. სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვანის, მამა დავით ძიგუას სიცოცხლემ გადაინაცვლა მარადისობაში.

 

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს. უკვდავი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კვდებიან და რომლებიც გარდაიცვლებიან. სულთა თანა! სულთა თანა”, – წერს სოციალურ ქსელში ტაძრის მრევლი.

 

67 წლის მოძღვარს სენაკში დაკრძალავენ.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X