
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კოვიდ-19 სამი თვის წინ დაუდასტურდა. მომღერალმა მკურნალობა სახლში გაიარა. ექიმები ხშირად გვესაუბრებიან კოვიდნარჩენებზე. ეს ვირუსი ხშირად ტოვებს კომპლექსურ ჩივილებს. როგორც მომღერალი გვიყვება, მას მთელი რიგი კოვიდნარჩენები აქვს.
ნოდიკო ტატიშვილი: – აქამდე ძლიერი სისუსტე მქონდა. ხანდახან ისევ შემომიტევს უენერგიობა.
გულის პრობლემა არასდროს მქონია. კორონავირუსმა ისეთი ტახიკარდია ამკიდა, შოკში ვვარდებოდი. წარმოიდგინეთ, ჩემთვის წამოწოლილ მდგომარეობაში რომ ვიყავი, გაუჩერებლად მიცემდა, აჩქარებული მქონდა გული. მივედი ექიმთან და დამამშვიდებელი დავანიშნინე. ბოლო პერიოდი უკეთ ვარ.
ძილის დარღვევა მაქვს, ვერ ვიძინებ. დამამშვიდებელს ვსვამ, მაინც არ მაძინებს. რომ ვაკვირდები, შფოთვას და ნევროზს ყველა უჩივის.
ლისზე ვცხოვრობ და ვსეირნობ, ფეხით დავდივარ ყოველდღე.
ვარჯიშით ჯერ ვერ ვივარჯიშებ, არც შეიძლება.






















