
ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში უკვე 19 მლნ 935 ათასი ლარია ჩარიცხული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ.
თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.
ფონდში სოლიდური თანხები უკვე შეიტანეს შემდეგმა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა:
„კავკასუს ონლაინი“ – ერთი მლნ ლარი; STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI – 650 ათასი ლარი;
„IDS ბორჯომი საქართველო“ – 300 ათასი ლარი; ავთანდილ ნამიჩეიშვილი -100 ათასი ლარი;
„ჯორჯიან მანგანეზი“- 100 ათასი ლარი; „ალდაგი“ – 50 ათასი ლარი;
„იუჯითი“ – 50 ათასი ლარი; „დაგი“- 30 ათასი ლარი;
„Sisam kavkasus“ – 20 ათასი ლარი; „ენსი გრუპ“- 20 ათასი ლარი;
„გილმარი“ – 15 ათასი ლარი; „ნეოფარმი“ – 15 ათასი ლარი;
შპს „კაცხურა“ – 10 ათასი ლარი; EPIC DEVELOPMENT – 10 ათასი ლარი;
„ჯეონეთი“ – 10 ათასი ლარი; „ისანი ბილდინგ“ – 10 ათასი ლარი;
„ლოჯისტიქს სოლუშენ“ – 10 ათასი ლარი; „ბიესი“ – 5 ათასი ლარი;
„აგროს ენერჯი ჯგუფი“ – ხუთი ათასი ლარი; „აპტოსი“ – ხუთი ათასი ლარი;
„აიტიკრაფტი“ – ხუთი ათასი ლარი; „ოქტოპუსი“ – ხუთი ათასი ლარი;
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია – 2 500 ლარი.






















