15:15 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული შეცდომაში შემყვანი რჩევები, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული შეცდომაში შემყვანი რჩევები, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ

მას შემდეგ რაც Covid-19 გლობალურ პანდემიად იქცა, სპეციალისტები სხვადასხვა რეკომენდაციას გასცემენ, თუმცა ამის პარალელურად ძალიან ბევრი ინფორმაცია განთავსდა ინტერნეტსივრცეში, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

 

ვირუსზე ექიმები და მეცნიერები მუშაობენ, და ყველანაირად ცდილობენ დაადგინონ – თუ როგორ ვრცელდება და მუშაობს ვირუსი, როგორ გადაეცემა და მისგან განკურნების საშუალება იპოვონ.

 

ჩვენ უკვე ვიცით, რა გავაკეთოთ და რა – არა; მთავარი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან.

 

რაც შეეხება ინფორმაციას, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. ენდეთ მხოლოდ ისეთ წყაროებს, როგორებიცაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მთავრობის წარმომადგენლები, გაერო, ჯანდაცვის სამინისტრო…

 

კრიზისის დროს მითები და მცდარი ინფორმაცია კიდევ მეტად აღრმავებს პრობლემას. ასეთ დროს იდეალური ვარიანტი ვითარებაში საფუძვლიანად გარკვევა და ინფორმაციის გადამოწმებაა.

 

გთავაზობთ, მსოფლიო ორგანიზაციისა და stopcovid.ge-ზე განთავსებული რეკომენდაციებიდან სწორ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც სხვა წყაროებიდან შესაძლოა, არასწორი პასუხი მიიღეთ.

 

მითი 1. კორონავირუსის მკურნალობისა და პრევენციისთვის ანტიბიოტიკების მიღება კარგია.

 

არა! ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვის და ვირუსზე არ მოქმედებს. კოორნავირუსი არის (საერთაშორისო კლასიფიკატორი 2019 ncov), ამიტომ ამ ვირუსთან ანტიბიოტიკი არ უნდა გამოიყენოთ პრევენციის მიზნით.

 

 

თუ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტს გადაიყვანენ კლინიკაში, მისთვის ანტიბიოტიკის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში პაციენტს აღენიშნება სხვა ბაქტერიული ინფექციები.

მითი 2. ცხვირის ნესტოების გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით

 

არა! არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ცხვირის რეგულარულ გამორეცხვას ფიზიოლოგიური ხსნარით ადამიანების დაცვა შეუძლია ახალი კორონავირუსის ინფექციისგან.

არ არსებობს ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვისას სწრაფად გამოჯანმრთელდებით თუ ჩვეულებრივი სურდო გაქვთ და არა ვირუსი.

 

მითი 3. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნივრისა და ხახვის მიღება კარგია

 

არა! ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნივრის მოხმარება ადამიანებს ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) ახლანდელი აფეთქებისგან დაიცავს.

 

 

ნიორი ჯანსაღი საკვებია და კვლევების მიხედვით, მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება ორგანიზმს. მაგრამ არაფერი ადასტურებს იმას, რომ ნივრისა და ხახვის მიღებას ადამიანის პანდემიისგან შეუძლია დაცვა.

 

მითი 4. პნევმონიის წინააღმდეგ ვაქცინა იცავს ადამიანს ახალი კორონავირუსიგან?

 

არა! პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორებიცაა, პნევმოკოკური ვაქცინა და ჰემოფილური გრიპის B (Hib) ტიპის ვაქცინა, ახალი კორონავირუსისგან არ იცავს.

 

ვირუსი იმდენად ახალია და განსხვავებული, რომ მისთვის მისი საკუთარი ვაქცინაა აუცილებელია. მეცნიერები 2019-nCoV -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს მათ მცდლობებს.

 

 

მართალია, ეს ვაქცინები არ არის ეფექტური 2019-nCoV-ისგან თავდასაცავად, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად, დაბეჯითებით გირჩევთ რესპირაციული დავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო არც წამალი შექმნილა, და არც ვაქცინა. მეცნიერები და მკვლევარები ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე. მართალია ვერანაირი ვაქცინა ვერ დაგიცავთ კორონავირუსისგან, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად დაბეჯითებით გირჩევთ რესპირაციული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

მითი 5. სხეულზე სპირტის ან ქლორის შესხურება ახალ კორონავირუსს ანადგურებს

 

არა! სპირტის ან ქლორის შესხურება მთელ სხეულზე ვერ მოკლავს ვირუსს, რომელმაც უკვე შემოაღწია თქვენს სხეულში.

 

ამგვარი ნივთიერებების შესხურება ტანსაცმელსა და სხეულის ლორწოვან გარსზე (თვალი, პირი) შესაძლოა სახიფათო იყოს.

 

გახსოვდეთ, რომ როგორც სპირტი ისე, ქლორი შესაძლოა ეფექტური იყოს ზედაპირების დეზინფექციისთვის, მაგრამ ისინი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გამოიყენოთ.

 

თუ ვირუსი უკვე შემოჭრილია თქვენს ორგანიზმში, რაც არ უნდა გააკეთოთ, ზიანი უკვე მიყენებულია. სპირტისა და ქლორის შესხურება შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენთვის, მათი თვალთან და პირთან მოხვედრისას.

 

მითი 6. ხელის დაბანის შემდეგ ცხელი ჰაერის საშრობით ხელის გამშრალება კორონავირუსისგან გვიცავს

 

არა! ხელის საშრობები არ არის ეფექტური, 2019-nCoV-ს არ ანადგურებს. ახალი კორონავირუსისგან  თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დამუშავებაა სპირტის შემცველი სადეზინფექციო სითხით, ან საპნითა და წყლით დაბანაა.

 

 

დეზინფექციის ან დაბანის შემდეგ, ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, ან საშრობის თბილი ჰაერის ნაკადით.

 

ხელის საშრობები არ ანადგურებს COVID-19-ს. საშრობის გამოყენება ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც საპნითა და წყლით დაბანის, ან სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალების გამოყენების შემდეგ იშრობთ ხელებს.

 

 

მითი 7. საჯარო სივრცეში ხელთათმანების ტარება ეფექტიანია და გვიცავს კორონავირუსიგან

 

არა! ხელების რეგულარულად დაბანა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხელთათმანები. ხელთათმანების ტარების დოსაც არის ალბათობა დაინფიცირდეთ კორონავირუსით. თუ ვირუსი მოხვდება ხელთათამნზე და ამ ხელს მივიდებთ სახეზე, ვირუსი გადავა ხელთათმანიდან სხეულზე და მოხვდება ჩვენს ორგანიზმში.

 

ავტორი: Prime Time

X