20:05 | 2020-03-19 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კორონავირუსზე 10 პაციენტის ახალი ტესტის პასუხი ცნობილია

კორონავირუსზე 10 პაციენტის ახალი ტესტის პასუხი ცნობილია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 პირის პასუხი, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, უარყოფითია.

 

მისივე თქმით, დღეს შემომატებულ პაციენტებთან კი 15 ტესტია აღებული, რომელთა პასუხებსაც, ხვალ დილისთვის ელოდებიან.

 

„ჩვენ დღეს ველოდებოდით 10 პაციენტის პასუხებს, რომელთაც პასუხები უარყოფითია. მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი. მათი პასუხებს ხვალ დილით გავიგებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 4 ბავშვია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X