17:00 | 2020-05-12 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსზე ვაქცინაციის თემას სინოდი კომისიის მიმართვის შემდეგ განიხილავს

კორონავირუსზე ვაქცინაციის თემას სინოდი კომისიის მიმართვის შემდეგ განიხილავს

საქართველოში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარებას მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მეუფეების ნაწილი მრევლს მოუწოდებს, ვაქცინის გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

 

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია სინოდის განხილვის თემა იქნება.

 

„ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. კომისია შეიქმნება, შემდგომში კომისია გამოიტანს სინოდის სხდომაზე და მერე იმსჯელებს სინოდი“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

მეუფე მიქაელი კი ამბობს, რომ ის მხოლოდ ერთ ვაქცინას უჭერს მხარს.

 

„მე ვუჭერ მხარს, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. კორონას ვაქცინა კი ეს არის, მაცხოვრის სისხლი და ხორცი ასევე ნაკურთხი წყალი“ – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ავტორი: თამთა თორდია

X