12:21 | 2020-06-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს (ტრეილერი)

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს (ტრეილერი)

ირანელი წარმოშობის კანადელმა რეჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ ფილმი გადაიღო, რომელსაც „Corona“ უწოდა.

 

მოქმედება ლიფტში ხდება, სადაც ერთად ერთის სახლის 6 მცხოვრები და ჩინელი აღმოჩნდება.

 

„ფილმის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ლიფტით ვმგზავრობდი და ჩინელი ტურისტების მიმართ საზოგადოების აგრესიულობაზე ნიუსს ვკითხულობდი“, – ამბობს რეჟისორი.

 

 

იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს
2020-06-14იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

 

გადაღებები თებერვალში ვანკუერში, პავილიონში მიმდინარეობდა. იმ დროს კეშვარი ვერც წარმოიდგენდა, თუ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად იქცეოდა.

 

ფილმის ხანგრძლივობა საათი და სამი წუთია.

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X