13:40 | 2020-04-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსზე ტესტირება ფარმაცევტებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალსაც ჩაუტარდება

კორონავირუსზე ტესტირება ფარმაცევტებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალსაც ჩაუტარდება

„მაისის დასაწყისში საქართველოში PCR ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი, ხოლო დამატებით 9 ათასი ტესტის მარაგი საავადმყოფოებშია დარიგებული.

 

დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PСR ტესტი. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში PСR ტესტების რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე.

 

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, შემდგომ ხდება PCR ტესტით გადამოწმება და საეჭვო შემთხვევებზე საბოლოო პასუხის მიღება,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, ტესტირებას დაექვემდებარებიან ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების პერსონალი.

 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული. თუმცა იმის მიხედვით, როგორც გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებშიც და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, შესაბამისად, ისინი შევლენ ამ ჯგუფში, თუმცა, ჯერჯერობით, ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X