13:27 | 2021-10-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კორპუსის ნგრევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები – შსს

კორპუსის ნგრევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები – შსს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. – ამის შესახებ კომენტარი რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შემთხვევის ადგილზე გააკეთა.

 

„ჩამონგრეულია სადარბაზოს ერთი ნაწილი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს აქტიური სამაშველო – საძიებო ღონისძიებები, რომელშიც ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური ასევე პოლიციის თანამშრომლები.

VIDEO: როგორ გამოიყურება კორპუსი ჩამონგრევის შემდეგ კადრები ახლო ხედით
2021-10-08VIDEO: როგორ გამოიყურება კორპუსი ჩამონგრევის შემდეგ კადრები ახლო ხედით

 

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზეა კრიმინალისტები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.

 

დაშავებულთა რაოდენობაზე ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.

 

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დაიცვან პოლიციელების მოთხოვნა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X