
პარასკევს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის 3 წევრი დედამიწაზე დაბრუნდება, სადაც ადამიანები კიდევ ფრო მეტ იზოლაციაში ცხოვრობენ, ვიდრე კოსმონავტები ორბიტაზე.
ამერიკელი ჯესიკა მეირი და რუსი ოლეგ სკრიპოჩკა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2019 წელს გაფრინდნენ, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ არავინ იცოდა.
კიდევ ერთი ამერიკელი ასტრონავტი ენდრიუ მორგანი სადგურზე 2019 წლის დასაწყისიდან იმყოფება.
სადგურზე დარჩება ორი რუსი ასტრონავტი და ერთი ამერიკელი, დანარჩენები კი 2 დღეში დედამიწაზე იქნებიან.
„ძალიან სიურეალისტურია ის სიტუაცია, რომელიც ჩვენს ქვემოთ, პლანეტაზე ხდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აქედან დედამიწა ისეთივე მშვენიერი ჩანს, როგორც ადრე, ამიტომ რთულია ვთქვა, შეიცვალა რამე თუ არა“, – განაცხადა კოსმოსიდან ვიდეო-ჩართვის დროს ასტრონავტმა ჯესიკა მეირმა.
„რთული იქნება რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა. მგონი დედამიწაზე თავს უფრო დიდ იზოლაციაში ვიგრძნობ, ვიდრე აქ“, – ჰყვება მეირი.

როგორ დაბრუნდებიან კოსმონავტები პანდემიის პირობებში?
როგორც წესი, მფრინავი აპარატები ყახაზეთის სტეპებში ჯდებიან. შემდეგ ჯგუფი ჩამოსულ ეკიპაჟთან მიდის და ისინი აეროპორტში მიჰყავთ, საიდანაც კოსმონავტები თავიანთ ქვეყნებში მიფრინავენ – ამჯერად ყველაფერი ცოტა სხვანაირად იქნება.
ყაზახეთში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს და ზოგიერთი აეროპორტი დახურულია.
ჩამოფრენილ კოსმონავტებს ქალაქ ბაიკონურში წაიყვანენ, სადაც რუსი ასტრონავტი სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში გაემგზავრება, ხოლო ამერიკელებს უფრო რთული მარშრუტი ექნებათ.
ბაიკანურიდან მათ ავტომობილით წაიყვანენ კზიზლოდურში, სადაც ასტონავტებს NASA-ს სპეციალური გუნდი დახვდება. მათი თვითმფრინავი კი კოსმონავტებს ამერიკაში წაიყვანს.
ყველა პირი, რომელიც ასტონავტებს უნდა დახვდეს სტეპებში, ამჟამად მკაცრ კარანტინში იმყოფებიან. გასვლისთანავე ისინი კორონავირუსზე ტესტებს ჩააბარებენ.
როგორც წესი, დედამიწაზე დაშვების შემდეგ, ასტრონავტები რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას გადიან, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება.
სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ასტრონავტების პირველი დღეები დედამიწაზე კონტაქტების მხრივ შეზღუდული იქნება და ისინი რამდენიმე კვირა ვერ ნახავენ თავიანთ ახლობლებს.






















