14:28 | 2020-04-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კოსმოსიდან პლანეტა გაქრა – მეცნიერებმა იდუმალი ციური სხეულის საიდუმლო ამოხსნეს

კოსმოსიდან პლანეტა გაქრა – მეცნიერებმა იდუმალი ციური სხეულის საიდუმლო ამოხსნეს

პლანეტების გაქრობა, ეს უბრალოდ „ვარსკვლავური ომი“ არ არის.

 

2004 წელს, ტელესკოპმა „ჰაბლმა“, უზარმაზარი ეგზოპლანეტა იპოვა, რომელსაც NASA-მ „ფომალჰაუტ b“ დაარქვა. აღმოჩენა იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა შეძლეს ეგზოპლანეტის სურათის აწყობა, უშუალოდ ხილული სინათლის ტალღებით.

 

თუმცა, მოგვიანებით გადაღებულ ფოტოებში ჩანდა, რომ პლანეტა თანდათანობით თითქოს ქრებოდა.

 

დღეს მეცნიერებს მიაჩნია, რომ ეს პლანეტა საერთოდაც არ არსებობდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

პლანეტა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „ფომალჰაუტ b“, სავარაუდოდ „მტვრის ღრუბელია, რომელიც ორი პლანეტის შეჯახებით წარმოიქმნა“, – ამაზე მოწმობს ახალი კვლევა, რომელიც National Academy of Sciences-მა გამოაქვეყნა.

 

უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ოდესღაც აღმოჩენილი პლანეტა, სავარაუდოდ უბრალოდ კოსმოსური ნაგავია, რომელიც ჩვენი გალაქტიკიდან 25 სინათლის წელიწადში მდებარეობს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X