18:03 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

კოსტავაზე აფეთქების შედეგად, 3 პირი დაშავდა – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

კოსტავაზე აფეთქების შედეგად, 3 პირი დაშავდა – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის განცხადებით,კოსტავაზე აფეთქების შედეგად, 3 პირი დაშავდა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა ერთი პიროვნება. გვაყვს სამი დაშავებული, რომელთა გადაყვანაც მოხდა შესაბამის დაწესებულებებში. ერთის მდგომარეობა არის მძიმე, დანარჩენი ორის მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმეა, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა. მნიშვნელოვანია ერთის მდგომარეობა, რომლის შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის კრიტიკული და გადაყვანილია ალადაშვილის კლინიკაში.  – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

 

ალადაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, ფილარმონიასთან აფეთქების შემდეგ მათთან 33 წლის კაცი შეიყვანეს.

 

“პაციენტი გადაყვანილი იქნა შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახის არეში, დამწვრობა სახისა და გულმკერდის არეში, ჭრილობები მხრის, გულმკერდის და კისრის არეში”, – განაცხადა ექიმმა.

ავტორი: Prime Time

X