18:12 | 2021-11-08 ავტორი: რუსა ღვანიძე

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი”, სამი ჯილდოს მფლობელი გახდა

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი”, სამი ჯილდოს მფლობელი გახდა

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი”, სამი ჯილდოს მფლობელი გახდა:

 

1) საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან თედიაშვილი; 2) ფიპრესის ჯილდო; 3) ეკუმენური ჟიურის პრიზი;

 

Нет описания.

 

„მხატვრული ფილმი – “მეოთხე ბრაიტონი” 2021 წლის „ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმია. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ქართველ მამაზე, რომელიც ნიუ-იორკში,  გასაჭირში ჩავარდნილი საკუთარი შვილის დასახმარებლად მიდის.

 

მამის როლს ასრულებს, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი.

 

ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია პირველი არხი - 1TV

 

ფილმში, ერთ-ერთ მთვარ როლს ასრულებს ლეგენდარული კახი კავსაძე, რომლისთვისაც ეს როლი უკანასკნელი აღმოჩნდა კინოში და ფილმიც მის ხსოვნას ეძღვნება.

 

მეოთხე ბრაიტონი” - ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართება - AT

 

მთელი რიგი გარემოებიდან გამომდინარე, ოსკარზე წარმატების მისაღწევად „მეოთხე ბრაიტონს” სერიოზული შანსები აქვს. „მეოთხე ბრაიტონი” ქართული ფილმია, მაგრამ მისი მოქმედების 90 პროცენტი, ნიუ იორკში ხდება და შესაბამისად, ამერიკელი მაყურებლისათვის უფრო გასაგები ფილმია.

 

2021 წლის ივნისში, ნიუ იორკის ტრაიბეკას კინოფესტივალზე, „მეოთხე ბრაიტონმა” სამი მთავარი პრიზი მოიპოვა ( საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – მამაკაცი). ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები დაიბეჭდა, ამერიკის ყველა მნიშვნელოვან გამოცემასა და ბლოგებში.

 

ლევან კოღუაშვილის ფილმმა... - Prime Time • პრაიმ ტაიმი | Facebook

 

ფილმის აშშ-ში გაქირავების უფლებები, ერთ-ერთმა საუკეთესო ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანია „კინო ლორბერმა” ( Kino Lorber) შეიძინა, რომელიც “მეოთხე ბრაიტონს” ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოუშვებს, რაც იშვიათობაა ქართული კინოს სინამდვილეში.

 

ფილმის დამდგმელი ოპერატორია – ფედონ პაპამიქაელი( Phedon Papamichael) – ერთ ერთი საუკეთესო ამერიკელი კინოოპერატორი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე (ფედონს აქვს გადაღებული ისეთი ფილმები როგორებიცაა Ford vs Ferrari, Walk the line, Descendants).

 

ფედონი გამორჩეული და ავტორიტეტული ფიგურაა ამერიკულ კინოაკადემიაში და იგი აქტიურად იქნება ჩართული, ფილმის სარეკლამო კამპანიაში.

 

ვისაც გაქვთ სურვილი, შეიტანოთ წვლილი ქართული კინემატოგრაფის მსოფლიო აღიარების საქმეში, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა…“ – ინფორმაციას საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy ავრცელებს.

 

„პრაიმტაიმი“ ულოცავს ლევან კოღუაშვილს და წარმატებას უსურვებს ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

ავტორი: რუსა ღვანიძე

X